ელემენტ კონსტრაქშენის ჰიდროტექნიკური პროექტი სამცხე-ჯავახეთში

,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ახალ ჰიდროტექნიკურ პროექტზე მუშაობს. ,,მტკვარი ჰესისთვის“ გვირაბის წყალმიმღები ნაგებობისა და თევზსავალის მოწყობაა დაგეგმილი.

სამშენებლო კომპანია მოხარულია, რომ აღნიშნული პროექტით ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.

პროცესი  უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ხორციელდება. დაგეგმილი ღონისძიებების თითოეულ ციკლში გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი. 

სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვარზე მიმდინარეობს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ  იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 251,5 მლნ. კვტ.სთ.-ს უტოლდება.

პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ხორციელდება, ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ კი სამუშაოებს სს ,,ენერგონის“ დაკვეთით აწარმოებს.

06.08.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული