ელემენტ კონსტრაქშენმა მაკდონალდსის ახალი რესტორანი ააშენა

შეაფასეთ ,,ელემენტ კონსტრაქშენის" ნამუშევრი - აღმაშენებლის ხეივანში ,,მაკდონალდსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა.

კომპანიამ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უმოკლეს ვადაში - 4 თვეში დაასრულა. აქედან ერთი თვე სამშენებლო პროცესი პანდემიისგან გამოწვეული სავალდებულო შეზღუდვების გამო იყო გაჩერებული.

,,ელემენტ კონსტრაქშენის“ პორტფოლიოში ეს ,,მაკდონალდსის“ უკვე მესამე ობიექტია. განხორციელებულ პროექტებს თან სპეციფიკური გამოწვევები ახლდა: 

  • 2019 წელს საბურთალოზე მდებარე ,,მაკდონალდსის“ რეკონსტრუქციის უმეტესი ნაწილი რესტორნისა და მაკ დრაივის მუშაობის პარალელურად შესრულდა; 

  • 2017 წელს კი, ქუთაისში, ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ რთული გარემო პირობებისა და შეზღუდული ვადების მიუხედავად, წარმატებით დაასრულა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული ციკლი.

,,ელემენტ კონსტრაქშენი“ დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
03.08.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული