,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ კასპში მეფრინველეობის მასშტაბური ფერმა ააშენა.
მეურნეობის 15 შენობა სამშენებლო კომპანიამ 3 თვეში დაასრულა!
ინდუსტრიული მშენებლობა 20 000 კვ.მ ფართობს მოიცავდა. მოეწყო საწარმოო პროცესისთვის განკუთვნილი, HACCP-ის სტანდარტის შესაბამისი იატაკი.
მეფრინველეობის მეურნეობაში დასაქმებულია 150-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.
,,ელემენტ
კონსტრაქშენი“ მოხარულია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიური
სამრეწველო მშენებლობით ხელს უწყობს როგორც დარგის
განვითარებას, ასევე რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებას.