,,ელემენტ კონსტრაქშენმა“, თბილისში, კერძოდ კი ვაკეში, პრემიუმ კლასის მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დაასრულა.
ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე შენობა 15 სართულიანია. უზრუნველყოფილია საპარკინგე ზონით, რომელიც -1 სართულზეა განთავსებული. პირველ, მეორე და მესამე სართულებზე კომერციული ფართებია გადანაწილებული, 4-15-ზე კი - საცხოვრებელ ბინები.
მშენებლობა ,,ბინადარის“ დაკვეთით ხორციელდებოდა. აღნიშნულ ობიექტამდე, 2017 წელს, ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ დეველოპერული კომპანიის დაკვეთით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ცაგარელის ქუჩაზე ააშენა. შესრულებული სამუშაოს ხარისხი კი მომდევნო წარმატებული თანამშრომლობის მიზეზი გახდა.
ამჟამად ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს რამდენიმე დეველოპერული კომპანიის დაკვეთით აშენებს. მათ შორისაა, ,,არქი“, ,,მარმაქს ჯორჯია“, ,,სოლუმ დეველოპმენტი“ და ა.შ
,,ელემენტ კონსტრაქშენის“ აშენებულია ასევე ,,ბაგები პლაზა“ - გამარჯვებული კატეგორიაში ,,2017 წლის საუკეთესო არქიტექტორული პროექტი“, ,,კომფორტ რეზიდენსი“ და სხვ.