ელემენტ კონსტრაქშენი მაკდონალდსის ახალ ობიექტს აშენებს

,,ელემენტ კონსტრაქშენი“  თბილისში, კერძოდ კი, აღმაშენებლის ხეივანში, ,,მაკდონალდსის“ ახალ ფილიალს აშენებს. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს კომპანია MEP სისტემის ჩათვლით უზრუნველყოფს.

სწრაფი კვების რესტორნების ქსელისა და ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ თანამშრომლობა  ჯერ კიდევ 2017 წელს, ქუთაისში, დაიწყო. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული ციკლი წარმოუდგენლად მცირე ვადაში, 4 თვეში, დასრულდა.

აღნიშნული წარმატებული პროექტის შემდეგ, ,,მაკდონალდსმა“ ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ განსაკუთრებული სირთულის ობიექტი ანდო. 2019 წელს სამშენებლო კომპანიამ საბურთალოზე მდებარე ,,მაკდონალდსის“ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების უმეტესი ნაწილი რესტორნის მუშაობის პარალელურად განახორციელა.

,,ელემენტ კონსტრაქშენის“  მიერ სამშენებლო პროექტების მართვისა და შესრულების მაღალი ხარისხი კომპანიის დამკვეთებთან ხანგძლივ თანამშრომლობას განაპირობებს.


08.07.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული