ელემენტ კონსტრაქშენი 13 წლისაა

დაბადების დღე ,,ელემენტ კონსტრაქშენმა"  წნორში არსებულ სოციალურ საწარმოში, საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. იუბილარმა კომპანიამ 15 ქიზიყელი წარმატებული მოსწავლე პლანშეტური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

,,ელემენტ კონსტრაქშენი“  სოციალურ საწარმოში ,,ცოდნის კაფე“ არსებული განათლების ფონდის მთავარი მხარდამჭერი გახდა. ,,კომპანიამ საკუთარი დაბადების დღე აჩუქა ახალგაზრდებს, რომლებიც  ტექნიკური რესურსის არქონის გამო, ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლაში. ეს იყო პრეცედენტი - როგორ შეიძლება აქციო  იუბილე საზოგადოებისთვის სიკეთის მომტან ღონისძიებად“, - განაცხადა სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელმა ნანა  ბაგალიშვილმა, რომელმაც ,,ელემენტ კონსტრაქშენს“  ცოდნის გავრცელებასა და ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის   სპეციალური სიგელი გადასცა.

იუბილარი კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ აქტიურია როგორც  ინდუსტრიული, ასევე სამოქალაქო მშენებლობის კუთხითაც.



10.06.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული