ელემენტ კონსტრაქშენის ღონისძიებები COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის
სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ მხარს უჭერს #StopCoV ფონდს.
ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
,,ელემენტ კონსტრაქშენი“, ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამშენებლო კომპანია, COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს აქტიურად დაეხმარება.
10.04.2020