„ელემენტ კონსტრაქშენმა“ „ტერმინალის“ საბურთალოს ფილიალის სარემონტო სამუშაოები დაასრულა. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და კომფორტული სივრცის შექმნაზე ჩვენი გუნდის წევრები სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ობიექტი მომხმარებელს 200-მდე ფიქსირებულ ადგილს, 13 ინდივიდუალურ ოფისსა და საკონფერენციო სივრცეებს სთავაზობს. ფილიალი უზრუნველყოფილია კაფე-ბარებითა და მოსასვენებელი ზონებით.
სარემონტო მიმართულებით „ელემენტ კონსტრაქშენს“ სამუშაოები არაერთ ცნობილ ობიექტზე აქვს განხორციელებული. მათ შორისაა: ,,დომინოს პიცა“ (3 ფილიალი), ,,მაკდონალდსი“ (თბილისსა და ქუთაისში), სავაჭრო ცენტრი „მერანი“ და ა.შ