ელემენტ კონსტრაქშენმა ტერმინალის სარემონტო სამუშაოები დაასრულა

„ელემენტ კონსტრაქშენმა“ „ტერმინალის“ საბურთალოს ფილიალის სარემონტო სამუშაოები დაასრულა. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და კომფორტული სივრცის შექმნაზე ჩვენი გუნდის წევრები სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ობიექტი მომხმარებელს 200-მდე ფიქსირებულ ადგილს, 13 ინდივიდუალურ ოფისსა და საკონფერენციო სივრცეებს სთავაზობს. ფილიალი უზრუნველყოფილია კაფე-ბარებითა და მოსასვენებელი ზონებით.

სარემონტო მიმართულებით „ელემენტ კონსტრაქშენს“ სამუშაოები არაერთ ცნობილ ობიექტზე აქვს განხორციელებული. მათ შორისაა: ,,დომინოს პიცა“ (3 ობიექტი),  ,,მაკდონალდსის“ ფილიალები (თბილისსა და ქუთაისში), სავაჭრო ცენტრი „მერანი“ და ა.შ
28.02.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული