HOLIDAY INN EXPRESS-ის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

,,ელემენტ კონსტრაქშენი"  Holiday Inn Express-ის მშენებლობას მისთვის დამახასიათებელი ხარისხით, ტემპითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განაგრძობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს:

• მონოლითური რკინაბეტონის კედლების არმირება და ყალიბის მოწყობა.

• მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილის არმირების მოწყობა

Intercontinental Hotels Group-ის ბრენდის პროექტზე „ელემენტ კონსტრაქშენი“ შპს „იპოცენტრისა“ და შპს „სიმეტრიას“ დაკვეთით მუშაობს.

სასტუმრო დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, ტურისტებისთვის აქტიურ ზონაში განთავსდება და   მომხმარებლებს 121 ნომერს შესთავაზებს. დახვეწილი და ტრენდული დიზაინის პარალელურად, Holiday Inn Express-ის სტუმრები ფუნქციონალურად დატვირთული სივრცეებითაც ისარგებლებენ.  ვიზიტორებისთვის გათვალისწინებულია ფართო საკონფერენციო დარბაზი და გამწვანებული  შიდა ეზო. 6 სართულის გარდა, ობიექტი ერთ მიწისქვეშა სართულსაც მოიცავს.
21.02.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული