ელემენტ კონსტრაქშენი ჰოლიდეი ინნ ექსპრესს აშენებს

2020 წელი „ელემენტ კონსტრაქშენმა“ გრანდიოზული პროექტით დაიწყო.

ჩვენ Holiday Inn Express ვაშენებთ!

სასტუმრო დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, ტურისტებისთვის აქტიურ ზონაში განთავსდება და   მომხმარებლებს 121 ნომერს შესთავაზებს. დახვეწილი და ტრენდული დიზაინის პარალელურად, Holiday Inn Express-ის სტუმრები ფუნქციონალურად დატვირთული სივრცეებითაც ისარგებლებენ.  ვიზიტორებისთვის გათვალისწინებულია ფართო საკონფერენციო დარბაზი და გამწვანებული  შიდა ეზო. 6 სართულის გარდა, ობიექტი ერთ მიწისქვეშა სართულსაც მოიცავს.

Holiday Inn Express მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების ქსელის „ინტერკონტინენტალის“ ბრენდია.

სამშენებლო ფართობი  7 903 კვ.მ-ს წარმოადგენს.

ობიექტზე „ელემენტ კონსტრაქშენი“ შპს „იპოცენტრისა“  და  შპს „სიმეტრიას“ დაკვეთით მუშაობს.
21.01.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული