თემურ ჭყონია ელემენტ კონსტრაქშენის პროექტს აფასებს
"ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ - საოცარი პროექტი გამოგვივიდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ სამშენებლო კომპანია - "ელემენტ კონსტრაქშენთან", - განაცხადა თემურ ჭყონიამ "ტვ პირველის" ეთერში სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ "კოკა-კოლას" რეგიონული მნიშვნელობის ქარხნის მშენებლობა სრულად "ელემენტ კონსტრაქშენმა" განახორციელა. მასშტაბური სამუშაოები რამდენიმე ლოკაციის ერთდროულად ათვისებით მიმდინარეობდა, რომლის დროსაც 150 ადამიანზე მეტი დასაქმდა. პროექტი 18500მ2 საწარმოო და სასაწყობე შენობისგან, 760მ2 ქარხნის შიდა საოფისე სივრცისგან, ლაბორატორიისა და სხვა ტექნიკური ფართებისგან შედგება. ქარხნის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, "ელემენტ კონსტრაქშენი" "კოკა-კოლას" სათავო ოფისის მშენებლობაზე მუშაობს.
10.01.2020