ელემენტ კონსტრაქშენში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

EC-ში 2019 წელი შეაჯამეს და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს ‘’გამორჩეულად წარმატებული 2019 წელი  უფრო ამბიციური გეგმების დასახვის საბაბს გვაძლევს“, - სამშენებლო კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენში“ გასული  წელი შეაჯამეს და ორგანიზაციის სამომავლო პერსპექტივებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების,  კომერციული თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა -  201 9 წელი კომპანიის პორტფოლიოში მრავალმხრივი და მასშტაბური პროექტებით დაფიქსირდა. აღნიშნული პერიოდი გამორჩეული იყო საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის კუთხითაც, სადაც „ელემენტ კონსტრაქშენის“ გუნდმა მსოფლიო სტანდარტებთან სრული თანხვედრა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თანამშრომლებიც.
31.12.2019
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული