სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და საერთო საცხოვრებელი - ეს "ელემენტ კონსტრაქშენის" მიმდინარე პროექტია.
ობიექტზე, ამჟამად, ბეტონის ჩასხმის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის მიხედვით, პირველი სართული სალექციო, საოფისე ოთახებსა და საგამოფენო დარბაზებს დაეთმობა. მეორე, მესამე და მეოთხე სართულზე საცხოვრებელი ერთეულები გადანაწილდება. სახურავის ზემოთ მოეწყობა ლიფტის სამანქანე განყოფილება. მიწისქვეშა სართულზე სპორტული დარბაზი, სასადილო, სასაწყობე და საოფისე ოთახები იქნება განლაგებული.
საერთო ჯამში, საპროექტო ნაგებობე ერთ მიწისქვეშა და ხუთი მიწისზედა სართულისგან შედგება.