დადიანი რეზიდენსის მშენებლობა სრულდება

„ელემენტ კონსტრაქშენი“ „დადიანი რეზიდენსის“ პირველი ნაწილის მშენებლობას ასრულებს.

მრავალბინიანი საცხოვრებელი  სახლის სადარბაზოში უკვე ფილებისა და კიბის  უჯრედის მოწყობა მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, „ელემენტ კონსტრაქშენის“ გუნდის წევრები სახურავის თბოიზოლაციაზე მუშაობენ. ამ ეტაპზე, დასრულებულია ფასადისა და ლიფტის შახტის მოწყობა.

კორპუსი 28 ბინიანია, მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია 20 ადგილიანი მიწისქვეშა ავტოფარეხიც. პროექტი  დამატებით 2 კორპუსს მოიცავს, რომელთა მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

ენერგოეფექტურ, 5 სართულიან პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს „ელემენტ კონსტრაქშენი“, ზუგდიდში, „მარმაქს ჯორჯიას“ დაკვეთით აშენებს.
06.12.2019
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული