საბაუნის სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო!

,,ელემენტ კონსტრაქშენი" საბაუნისთვის ახალ კამპუსსა და სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს აშენებს.

როგორი იქნება სტუდენტებისთვის ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ მიერ შექმნილი სივრცე?

პირველი სართული სალექციო, საოფისე ოთახებსა და საგამოფენო დარბაზებს დაეთმობა.

მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე საცხოვრებელი ერთეულები გადანაწილდება.

სახურავის ზემოთ მოეწყობა ლიფტის სამანქანე განყოფილება.

მიწისქვეშა სართულზე სპორტული დარბაზი, სასადილო, სასაწყობე და საოფისე ოთახები იქნება განლაგებული.

საერთო ჯამში, საპროექტო ნაგებობა ერთი მიწისქვეშა და ხუთი მიწისზედა სართულისგან შედგება.

03.10.2019
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული