,,ელემენტ კონსტრაქშენის" სამშენებლო ობიექტი ყაზბეგში მოვინახულეთ. პროცესი აქაც შრომის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება.
მიმდინარეობს:
- რკინა-ბეტონის სამუშაოები და გადახურვის ფილის არმირება.
- საძირკვლის ფილისა და პერიმეტრის კედლების მოწყობა.
,,ელემენტ კონსტრაქშენი“ დაბა სტეფანწმინდაში პრემიუმ კლასის სასტუმროს Stepp Inn აშენებს. პროექტის მიხედვით, 5 სართულიანი ობიექტი 20 ნომერს, რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შიდა პარკინგსა და 4 ტერასას მოიცავს.