"ელემენტ კონსტრაქშენმა" "კოკა-კოლას" სათავო ოფისის მშენებლობა დაიწყო

რეგიონული მნიშვნელობის საწარმოს დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის წევრები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ახლა უკვე სათავო ოფისის მშენებლობაზე ასახავენ. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, "კოკა-კოლას" სათავო ოფისის მშენებლობის პროცესიდან რამდენიმე კადრს გთავაზობთ.

ფოტოებზე რკინა-ბეტონის სამუშაოების ციკლს ხედავთ. ამ ეტაპზე, ოფისის საძირკვლის ფილის არმატურის მოქსოვის სამუშაოები მიმდინარეობს. მომდევნო ფაზა მათი დაბეტონებაა.

თვალი ადევნეთ "ელემენტ კონსტრაქშენის" ვებ გვერდს. ჩვენ ონლაინ რეჟიმში მოგიყვებით,როგორ ვაშენებთ "კოკა-კოლას" სათავო ოფისს ნატახტარში.
11.07.2019
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული