„ელემენტ ქონსთრაქშენთან“ თანამშრომლობით მივიღეთ შეთანხმებული, საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის სასაწყობო სივრცე“, - ირინა ქიტიაშვილი „დიპლომატ ჯორჯიას“ ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ინდუსტრიული მშენებლობა თბილისში, 3 833 კვ.მ. ტერიტორიაზე, სადისტრიბუციო სექტორის უახლესი სტანდარტებისა და სპეციფიკაციების მიხედვით მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული სასმელი და სახანძრო წყლის რეზერვუარების სრული რეკონსტრუქციაც განხორციელდა.
შპს „დიპლომატი“ საქართველოში 2008 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის, სწრაფი მოხმარების პროდუქციისა (FMCG) და საკვების ბრენდების წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას წარმოადგენს.