,,ეფეს საქართველოსთვის“ კომფორტული აღმოჩნდა „ელემენტ ქონსთრაქშენთან“ პარტნიორობა, როგორც ხარისხიანი მშენებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის გამო“,- კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთევან ჟვანია.
რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით, "ელემენტ ქონსთრაქშენმა“ "ეფეს საქართველოს" საწყობი დააპროექტა და ააშენა.
ინდუსტრიული მშენებლობა, დაახლოებით, 1 800 კვ.მ. ტერიტორიაზე, სოფელ ნატახტარში მიმდინარეობდა.
ობიექტი სრულად ითვალისწინებს სასაწყობო შენობისთვის განკუთვნილ გლობალურ სპეციფიკაციებს. აღსანიშნავია, რომ „ეფეს საქართველოს“ პროდუქტი ექსპორტზე 25 ქვეყანაში გადის. „ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობა საქართველოში ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ბრენდებს აწარმოებს.