ელემენტ კონსტრაქშენის ინდუსტრიული მშენებლობის პორტფოლიოდან - აჯი აგროს საწარმო
„ელემენტ კონსტრაქშენის“ ინდუსტრიული მშენებლობის პორტფოლიოში წარმოდგენილია „აიჯი აგრო“ - თხილის გადამამუშავებელი საწარმო ზუგდიდში.

მისი მშენებლობის პროცესი 10 105 კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, თავად შენობის მოცულობა კი  2 730 კვ.მ-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „ელემენტ კონსტრაქშენს“ ეკუთვნის პროექტის კონსტრუქციული გადაწყვეტილებებიც.

ქარხანა 2023 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს. სამრეწველო ობიექტი აერთიანებს ფუნქციურად განსხვავებულ სივრცეებს:  საწარმოო და სასაწყობო ზონები, სამაცივრე მეურნეობა, ოფისები და ა.შ. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს იფიქროს არამარტო ადგილობრივ, არამედ საექსპორტო პოტენციალზე. ქარხნის წლიური წარმადობა 500  ტონაა. „აიჯი აგრო“ თხილის პლანტაციებს 700 ჰა ფართობზე ფლობს.
05.04.2024
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული