ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკა




"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სისტემების ეფექტური მენეჯმენტი და განუხრელი მიდევნება.


ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლების და იმ პირთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები არიან კომპანიის საქმიანობაში. შესაბამისად, HSE პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ISO 14001 (გარემოს დაცვა) და OSHAS 18001 (პროფესიული ჯანდაცვა და უსაფრთხოება) სტანდარტებს, მუდმივად ხორციელდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი პროგრამების წარმართვა, რომლებიც მიმართულია ტრავმების, დაავადებების, უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და გარემოსთვის ნებისმიერი ზიანის მიყენების აღმოფხვრაზე.