ისტორია




სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

„ელემენტ კონსტრაქშენი“ სთავაზობს თავიანთ მომხმარებლებს გონივრულ, ოპტიმალურ და თანამედროვე გადაწყვეტილებებს მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და შესრულების კუთხით.

2007 წლიდან კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საწარმოო იატაკების და ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობა. 2010 წელს კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. არსებული რესურსების ოპტიმიზაციითა და ახალგაზრა, მოტივირებული და პროფესიონალი გუნდის მეშვეობით კომპანიამ სამშენებლო სფეროში მოახდინა ძლიერი პოზიციონირება, 2016 წელს კი განიცადა რებრენდინგი და სამშენებლო ბაზარზე დამკვიდრდა ,,ელემენტ კონსტრაქშენი“-ს სახელით.

დღეს კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს:

- პროექტირება

- მშენებლობა

- რემონტი

- სამრეწველო მშენებლობა

- საწარმოო იატაკები

„ელემენტ კონსტრაქშენი"-სთვის მნიშვნელოვანია სიზუსტის დაცვა მშენებლობის ყველა ელემენტში, რის შედეგადაც ჩვენი პროექტები სრულდება ხარისხიანად, წინასწარ შეთანხმებულ ბიუჯეტსა და დაგეგმილ ვადებში.