„ელემენტ კონსტრაქშენი“, DESIGN-BUILD-ის პრინციპით, ამერიკული
რესტორნების ქსელის Wendy’s ახალ პროექტზე მუშაობს. ობიექტის
მშენებლობას სპეციფიკური დეტალი გამოარჩევს: პროცესი რკინაბეტონის
ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით მიმდინარეობს.
Element Construction-სა და Wendy’s წარმატებული
პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. თანამშრომლობის ისტორია,
DESIGN-BUILD-ის პრინციპით განხორციელებულ, არაერთ პროექტს
მოიცავს.