სიახლეები

ინოვაციური ტექნოლოგია ინდუსტრიულ მშენებლობაში

"ელემენტ კონსტრაქშენი" ინდუსტრიულ მშენებლობაში სიახლეების დანერგვას განაგრძობს. რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით, A logistics Company-ის სასაწყობო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

პროცესს  წინ უძღოდა არსებული პროექტის რედაქტირება და დამკვეთისთვის ოპტიმალური კონსტრუქციული გადაწყვეტილების შეთავაზება.

რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციები - ინოვაციური ტექნოლოგიაა. იგი  ხარისხზე კომპრომისის გარეშე, შედეგის მინიმალურ დროში მიღების საშუალებას იძლევა. ამასთანავე, ახდენს სამშენებლო პროცესის ხარჯების ოპტიმიზაციასაც.

პროდუქტის წარმოება „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაზე მიმდინარეობს. ტექნოლოგიის დანერგვის მიზანი ქართულ სამშენებლო სექტორში არსებული სერვისების განვითარებაა.

23.05.2023
ბეჭდვა