სიახლეები

ელემენტ კონსტრაქშენი Real Estate Job Fair 2022-ზე წარსდგა

,,ელემენტ კონსტრაქშენმა” Real Estate Job Fair 2022-ში მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ დაინტერესებულ პირებს არსებული ვაკანსიები და დასაქმების შესაძლებლობები გააცნო.
ღონისძიებაზე დამსაქმებლები სამშენებლო-დევლოპერული სექტორიდან იყვნენ წარმოდგენილები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სეგმენტაციით დასაქმების ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა.
Real Estate Job Fair 2022-ის საგამოფენო ცენტრმა ,,ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლა. ღონისძიება FIABCI-Georgia-ს, Property Georgia-სა და CMC-ის ორგანიზებით გაიმართა.

20.12.2022
ბეჭდვა