Design & Build-ის პრინციპით, ,,ელემენტ
კონსტრაქშენი“ ,,ლიბო გრუპისთვის“ ლოგისტიკურ ცენტრს აშენებს.
ინდუსტრიული მშენებლობა თბილისში, 6 000კვ.მ. ტერიტორიაზე
მიმდინარეობს. სასაწყობო შენობის ფართობი კი 2 400 კვ.მ-ია.
15 წლიანი გამოცდილებით, ,,ლიბო გრუპი“, სამომხმარებლო
ქსელს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციით ამარაგებს. იგი ფარავს
ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა წამყვან სავაჭრო ობიექტს და
წარმატებით ოპერირებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც.