ჰესების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, საგანმანათლებლო,
სამედიცინო და კომერციული ობიექტების მშენებლობა - ,,ელემენტ
კონსტრაქშენის“ 2021 წლის პორტფელი დატვირთული აღმოჩნდა. მათ შორის,
წამყვანი ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით განხორციელებული
პროექტებია.
2021 წელს, ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ დასახელდა N1 კომპანიად
ინდუსტრიულ მშენებლობაში და გახდა ISO 9001:2015-ის მფლობელი.
აღნიშნულ საკითხებზე ,,საქმიან დილაში“ სტუმრობისას ნიკოლოზ
კაკაურიძემ, ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ კომერციულმა მენეჯერმა
ისაუბრა.