სიახლეები

ელემენტ კონსტრაქშენი ნომერ პირველ ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა
ელემენტ კონსტრაქშენი ნომერ პირველ ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა!


დარგის ლიდერის წოდება კომპანიას წლის ყველაზე გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებაზე  „Golden Brand“  მიენიჭა. აღნიშნული წოდება  გადაეცემა კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხით, სანდოობით  და საკუთარი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.

გამარჯვებულის გამოსავლენ კვლევაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში,   ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები.  პარალელურად, გამოიკითხა 2000-ზე მეტი მომხმარებელი.

წლის ყველაზე  მნიშვნელოვანი ბიზნეს დაჯილდოება Global Idea-სა და  The FINANCIAL-ის ორგანიზებით ჩატარდა.

26.06.2021
ბეჭდვა