სიახლეები

ელემენტ კონსტრაქშენი ფარმაცევტულ ლოჯისტიკურ ცენტრს აშენებს

,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალტექნოლოგიური  ფარმაცევტული სასაწყობე ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

ორსართულიან შენობაში ასევე განთავსდება საოფისე ფართები და არქივის ოთახი. დაგეგმილია პარკინგისა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. ინდუსტრიული მშენებლობა თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში, 5 000 კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრი ,,ფარმა სოლუშენს"  სრულ თანხვედრაში იქნება ფარმაცევტული პროდუქციის შენახვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობაში დასაწყობდება როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტი.

ცენტრის გახსნა 2022 წლის გაზაფხულზე იგეგმება. 

25.06.2021
ბეჭდვა