სიახლეები

არქეოლოგიური აღმოჩენა ელემენტ კონსტრაქშენის სამშენებლო მოედანზე

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ სამშენებლო მოედანზე სოფელ ბიწმენდში.

მშენებლებმა მიმდინარე სამუშაოებისას  ორი დერგი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კომპანიამ დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალს მიმართა.

არქეოლოგებმა ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი ვარაუდით, მასალა გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება.

სოფელ ბიწმენდში ,,ელემენტ კონსტრაქშენმა,“ 90 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა ააშენა.

18.05.2021
ბეჭდვა