სიახლეები

,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ ,,ელთიბი პალიტრას“ საწარმო ააშენა

,,ელემენტ კონსტრაქშენის“  ინდუსტრიულ სამშენებლო პორტფელს  ავეჯის მასალების სექტორის უმსხვილესი წარმომადგენლის ,,ელთიბის“  (LTB), უკვე მეორე საწარმო დაემატა.

ბრენდისთვის, რომელმაც საქართველოში ავეჯის მასალების უკონკურენტოდ ფართო არჩევანი და საერთაშორისო სტანდარტის სერვისების მიღება გახადა შესაძლებელი,  ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ მრავალფუნქციური საწარმო ნაგებობა ააშენა.

კომპლექსი ოთხსართულიანია და მოიცავს ფუნქციურად განსხვავებულ სივრცეებს. პირველ სართულზე ,,ელთიბი პალიტრას“ შოურუმი განთავსდება, მეორე სართული ადმინისტრაციულ ნაწილს დაეთმობა, მესამე და მეოთხე  სართული კი -  საამქროსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ფართებს.

13.05.2021
ბეჭდვა