ელემენტ კონსტრაქშენმა სამცხე-ჯავახეთში საჯარო სკოლა ააშენა

საგანმანათლებლო ობიექტი მოიცავს საკლასო ოთახებს, სამასწავლებლოს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიას, სპორტულ მოედანს და ა.შ. დაწესებულება სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. 90 მოსწავლეზე გათვლილი  სკოლა სოფელ ჩუნჩხაში მდებარეობს.

,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ სამშენებლო, სარემონტო და საპროექტო სამუშაოები ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით განახორციელა.

2020-2021 წლები „ელემენტ კონსტრაქშენისთვის“ განსაკუთრებით აქტიურია საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით. მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოიცავს როგორც საჯარო სკოლების, ასევე კერძო უმაღლესი დაწესებულებებისთვის წარმოებულ სამშენებლო, სარემონტო და საპროექტო სამუშაოებს.
01.02.2021
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული