სიახლეები

ელემენტ კონსტრაქშენმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა

„ელემენტ კონსტრაქშენმა“ სოფელ დარჩელში, 90 მოსწავლეზე გათვლილი, საჯარო სკოლა ააშენა. საგანმანათლებლო სივრცე მოიცავს საკლასო ოთახებს, სამასწავლებლოს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიას და ა.შ. სასწავლო დაწესებულება სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოები  ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით შესრულდა.

ამავდროულად, გრძელდება საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ,,ელემენტ კონსტრაქშენის“  პორტფელში ნახავთ როგორც საჯარო, ასევე კერძო უმაღლესი სასწავლებლებისთვის განხორციელებულ პროექტებს.

23.12.2020
ბეჭდვა