სიახლეები

ელემენტ კონსტრაქშენისა და არქის ერთობლივი პროექტი

ელემენტ კონსტრაქშენისთვის მიმდინარე წელი  ყველაზე მსხვილ დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობითაა გამორჩეული.

მორიგ პროექტს სამშენებლო კომპანია ,,არქის“ დაკვეთით ახორციელებს.

სამუშაო პროცესი ვარკეთილში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. 18-სართულიანი ნაგებობა  330 ბინას მოიცავს. პროექტი 3-დონიანი ავტოსადგომისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს.

მშენებლობისას გამოიყენება YTONG-ის ბლოკი, რომელიც ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. ენერგოეფექტურობა კი გარემოზე ზრუნვის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
03.09.2020
ბეჭდვა