სიახლეები

ელემენტ კონსტრაქშენი კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს

ინდუსტრიული მშენებლობა შპს ,,აგროლაინის“ დაკვეთით კახეთში, სოფელ ჩუმლაყში მიმდინარეობს.

,,ელემენტ კონსტრაქშენის“ მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენებული ქარხანა  პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზეც გეგმავს. სამუშაოები  საწარმოო პროცესისთვის აუცილებელი მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

ქარხანა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კახეთში აგროსექტორის განვითარებას. ნედლეულს ,,აგროლაინი“ ადგილობრივი ფერმერებისგანაც მიიღებს. კომპანიის გეგმის მიხედვით, 2021 წელს - 500-ს, 2022 წელს - 1000-ს, 2023 წელს კი საწარმოს წარმადობა 1500 ტონას გადააჭარბებს.

,,აგროლაინს“ 2014 წლიდან დიდი როლი შეაქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში. კომპანიის საქმიანობა კაკლის ბაღების გაშენა-მოვლას მოიცავს, რასაც მიმდინარე წლიდან კაკლის გადამამუშავებელი საწარმოც დაემატება.

 

27.07.2020
ბეჭდვა