სიახლეები

ელემენტ კონსტრაქშენი იმპექსფარმის მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს

ფარმაცევტული კომპანიისთვის „იმპექსფარმი", რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირების 20 წლიანი გამოცდილება აქვს, „ელემენტ კონსტრაქშენი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პროექტი როგორც სასაწყობე, ასევე საოფისე ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს.

პარალელურად  სამშენებლო კომპანია საქართველოს მასშტაბით არაერთ ინდუსტრიულ პროექტზე მუშაობს. ,,ელემენტ კონსტრაქშენის“  ყველა სამშენებლო მოედანზე მკაცრადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები და  გათვალისწინებულია  COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის გაცემული ყველა რეკომენდაცია.
08.06.2020
ბეჭდვა