“ელემენტ კონსტრაქშენის” დირექტორი ირაკლი შონია FORBES
GEORGIA-ს პროექტის 30 Under 30 გამარჯვებულია!
პროექტის კონცეფცია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, იმ 30 წლამდე ლიდერთა
გამოვლენას გულისხმობს, რომლებიც მკვეთრად გამოხატული
ინდივიდუალიზმითა და ხედვით ხასიათდებიან. „Forbes 30 Under 30-ის
გამარჯვებულები გამორჩეულად წარმატებული ახალგაზრდები არიან.
ისინი თავიანთი ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას
და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა
დაჯილდოვების ცერემონიალზე.
ამავე საღამოზე დაანონსდა სამიტი პროექტის 2020 წლის
გამარჯვებულთათვის. ღონისძიება აშშ-ში გაიმართება და მას 2019 წელს
დასახელებული ლიდერებიც დაესწრებიან.
„ელემენტ კონსტრაქშენის“ გუნდი ულოცავს ირაკლი შონიას აღნიშნულ
წარმატებას!
ირაკლი შონიას ხელმძღვანელობით სამშენებლო კომპანიამ არაერთი
გამორჩეულად საინტერესო და წარმატებული პროექტი განახორციელა.
პარალელურად, ირაკლი საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია,
არის 10-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.