სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ,,ელემენტ კონსტრაქშენი“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სკოლის მშენებლობას იწყებს.

სასწავლო დაწესებულების მთავარ შენობასთან ერთად, დაგეგმილია დამხმარე ნაგებობებისა და მულტიფუნქციური სპორტული მოედნების მშენებლობაც.

სკოლა სოფელ დარჩელში 90 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

მუნიციპალური ფონდის დაკვეთით,  სამეგრელოს გარდა, ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ სკოლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ააშენებს.

25.11.2019
ბეჭდვა