სიახლეები

ბახვი ჰესი 3-მორიგი პროექტი ჰიდროტექნიკური მიმართულებით

ჰიდროტექნიკური მიმართულებით,  ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ პორტფოლიო საკმაოდ დატვირთულია. ჩვენს წარმატებით შესრულებულ პროექტებშია კინტრიშისა და ავანის ჰიდროელექტროსადგურები.

ამჯერად, ბახვი 3 ჰესზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაგაცნობთ.

შესრულდა:

სადაწნეო აუზის შენობის გამაგრება, რკინა-ბეტონის ხიმინჯებისა და საყრდენი კედლების მოწყობით;

3 სხვადასხვა უბანზე წყალარიდების სისტემა დამონტაჟდა;

ჰესის შენობის გარშემო სადრენაჟე სისტემა მოეწყო;

მთის  ფერდობის გასამაგრებლად კი, ამჯერად, გაბიონების კედლები გამოვიყენეთ.

სამუშაოები შპს ,,ბახვი ჰიდრო პაუერის“ დაკვეთით განხორციელდა.

06.08.2019
ბეჭდვა