სიახლეები

ტრენინგ ცენტრში მორიგი პროგრამა დაიწყო

„ელემენტ ქონსთრაქშენის ტრენინგ ცენტრში“ კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო. რკინაბეტონის კონსტრუქციების მონტაჟის შესახებ ცოდნას სტუდენტებს გერმანელი მენტორი, შტეფან  ფელდმაიერი გაუზიარებს.

სასწავლო პროცესი ორწლიანია და გაიცემა როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ასევე გერმანულენოვანი სერტიფიკატი. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ითვალისწინებს სწავლის პარალელურ დასაქმებას.

„ელემენტ ქონსთრაქშენის ტრენინგ ცენტრი“ თბილისში, ა.ენუქიძის #7-ში მდებარეობს.

07.04.2025
ბეჭდვა