სიახლეები

ელემენტ კონსტრაქშენი კოკა-კოლას ქარხანას აშენებს

ამა წლის 22 მაისს შპს ,,ელემენტ კონსტრაქშენსა“ და შპს "კოკა კოლას ბოთლერს ჯორჯიას" შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ახალი საწარმოს პროექტირება-მშენებლობაზე.

პროექტის პირველი ეტაპი შედგება 18000მ² საწარმოო და სასაწყობე შენობისგან, 760მ² საოფისე ფართისგან, ლაბორატორიის და სხვა ტექნიკური ფართებისგან. ხოლო მეორე ფაზა მოიცავს 15000მ² ტერიტორიის კეთილმოწყობას, გამწვანებისა და პარკირების ჩათვლით, ასევე მოეწყობა ახალი სათავო ოფისი 2000 მ²-ის ოდენობით. პროექტის როგორც არქიტექტურულ, ისე კონსტრუქციულ ნაწილზე ქართველი სპეციალისტები მუშაობდნენ.

არქიტექტურული პროექტი შესრულებულია შპს "ჯიარსი სტუდიო"-ს მიერ, ხოლო კონსტრუქციული ნაწილი შპს ,,Cubicon"-ის მიერ. ამჟამად დასრულებულია მობილიზაციის სამუშაოები და აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების შესაბამისად შეთანხმებული დასრულების თარიღია 2019 წლის 1 მარტი.

27.06.2018
ბეჭდვა