კოკა-კოლას საწარმო
ელემენტ კონსტრაქშენს სურს სიამაყით განაცხადოს ახალი ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყება.

ჩვენ ნატახტარში კოკა კოლას ახალი საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ. ამა წლის 22 მაისს შპს ,,ელემენტ კონსტრაქშენსა“ და შპს "კოკა კოლას ბოთლერზ ჯორჯიას" შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ახალი საწარმოს პროექტირება-მშენებლობაზე. პროექტის პირველი ეტაპი შედგება 18000მ2 საწარმოო და სასაწყობე შენობისგან, 760მ2 საოფისე ფართისგან, ლაბორატორიის და სხვა ტექნიკური ფართებისგან. ხოლო მეორე ფაზა მოიცავს 15000მ2 ტერიტორიის კეთილმოწყობას, გამწყვანებისა და პარკირების ჩათვლით, ასევე მოეწყობა ახალი სათაო ოფისი 2000 მ2-ის ოდენობით. პროექტის როგორც არქიტექტურულ, ისე კონსტრუქციულ ნაწილზე ქართველი სპეციალისტები მუშაობდნენ. არქიტექტურული პროექტი შესრულებულია შპს "ჯიარსი სტუდიო"-ს მიერ, ხოლო კონსტრუქციული ნაწილი შპს Cubicon-ის მიერ. ამჟამად დასრულებულია მობილიზაციის სამუშაოები და აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების შესაბამისად შეთანხმებული დასრულების თარიღია 2019 წლის 1 მარტი.

27.06.2018
0
თანამშრომლები
0
კლიენტი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული