სიახლეები

ელემენტი DWV-ს წევრი გახდა
ვიზიარებთ რა საერთო ღირებულებებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას ქვეყანაში. ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ მსგავსი პროფილის გერმანულ და ადგილობრივ კომპანიებთან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვისათვის და კლიენტისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად. წევრობა საშუალებას იძლევა, მონაწილეობა მივიღოთ მრავალ საერთაშორისო ღონისძიებაში ქვეყნის სამშენებლო და ეკონომიკური განვითარების საკითხების გადასაჭრელად. საერთო პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიდება როგორც ჩვენ, ასევე - DWV-Deutsche Wirtschaftsvereinigung-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
10.04.2018
ბეჭდვა