შატო მუხრანის ღვინის ქარხანა და მუხრანბატონის სასახლე
კიდევ ერთ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, სს ,,შატო მუხრან"-სა და შპს ,,ელემენტ კონსტრაქშენ-"ს შორის.


მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში. საუბარია შატო მუხრანის ღვინის ქარხნისა და მუხრანბატონის სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, კერძოდ კი საძირკვლების სადრენაჟო სისტემის მოწყობაზე და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებაზე.

სამუშაოები სრულდება ინექციური მეთოდით, ცნობილი გერმანული ჰიდროსაიზოლაციო მასალების მწარმოებელი კომპანია KÖSTER-ის პროდუქციით.

,,ელემენტ კონსტრაქშენი” ხელს უწყობს როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე უზრუნველყოფს მაღალ ხარისხიან მომსახურებას და სამუშაოთა მიმდინარეობის თითოეული ეტაპის მუდმივ მონიტორინგს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების პერიოდია მარტი 2018 წელი.
14.11.2017
0
თანამშრომლები
0
კლიენტი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული