შატო მუხრანის საწარმოო შენობა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „შატო მუხრანის საწარმოო შენობა“ ხორციელდება სს „შატო მუხრანი“-ს დაკვეთით 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით


მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, „შატო მუხრანის“ ღვინის ქარხნის საწარმოო ეზოში, საქვაბის და სასაწყობე შენობის მიმდებარედ. საპროექტო შენობა ერთსართულიანია სარდაფის სართულით, ორ მხარეს კონსოლური აივნით და ბრტყელი სახურავით. შენობას გააჩნია რამდენიმე შესასველი. ასევე დამკვეთის ტექნოლოგიული მოთხოვნების შესაბამისად მიწისქვეშა სართულზე მზა პროდუქციის საწყობი. შენობის წინ მოწყობილია გაზონი ბუჩქებითა და ხეებით. ჩვენი მთავარი მიზანია დამკვეთი კმაყოფილი იყოს, როგორც გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალით, ასევე ხარისხიანად შესრულებული სამუშაოთი.

ელემენტ კონსტრაქშენი  ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, გთავაზობთ მაღალ ხარისხიან მომსახურებას და სამუშაოთა მიმდინარეობის თითოეული ეტაპის მუდმივ მონიტორინგს.
27.10.2017
0
თანამშრომლები
0
კლიენტი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული