რემონტი

„ელემენტ კონსტრაქშენ"-მა 2013 წელს, შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე არსებული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, აქტიური ნაბიჯები გადადგა ამ სფეროს განვითარებაში.


ქვეყნის მაშტაბით კვალიფიციური ოსტატები მოვიძიეთ. მათ გაიარეს სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოსაპირკეთებელი მასალების უცხოელ მწარმოებლებთან დავამყარეთ ახლო კონტაქტები და ჩამოვაყალიბეთ ხარისხის კონტროლის სამსახური.

სწორედ, ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა გახდა მრავალი წარმატებული და უნიკალური პროექტის საწინდარი.

ჩვენ ვამაყობთ, დამკვეთების ლოიალური განწყობით, რომლებიც „ელემენტ კონსტრაქშენის“ სარემონტო მიმართულების განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. კომპანია მუდმივად განვითარების პროცესშია. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ სარემონტო სამუშაოების ახალ სტანდარტებს და ვუზრუნველვყოთ კლიენტები უმაღლესი ხარისხის სერვისით.
0
თანამშრომლები
0
კლიენტი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული