მშენებლობა

„ელემენტ კონსტრაქშენი“ 2010 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამშენებლო სფეროში.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ვიწრო სპეციალობებში (სამრეწველო იატაკები, ფუნდამენტების მოწყობა, ბრტყელი გადახურვები და სხვა.) გახდა კომპანიის ახალ ბაზარზე სრულად ადაპტირების საწინდარი.

ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სრულ ციკლს, დაწყებული მიწის სამუშაოებით, პროექტის ჩაბარებით და ექსპლუატაციაში შესვლის ჩათვლით.

ახალგაზრდა, მოტივირებული და პროფესიონალი გუნდის დამსახურებით „ელემენტ კონსტრაქშენმა“ რთულ და კონკურენტულ გარემოში შეძლო ქვეყნის ლიდერი კომპანიების რიგში ღირსეული ადგილის დაკავება.

ჩვენ ვამაყობთ, დამკვეთების ლოიაური განწყობით, რომლებიც „ელემენტ კონსტრაქშენის“ სამშენებლო მიმართულების განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. კომპანია მუდმივად განვითარების პროცესშია. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ სამშენებლო სამუშაოების ახალ სტანდარტებს და ვუზრუნველვყოთ კლიენტები უმაღლესი ხარისხის სერვისით.

„ელემენტ კონსტრაქშენი“ გთავაზობთ მომსახურებას სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე, შემდეგი ტიპის შენობა-ნაგებობებზე:

  • ინდუსტრიული
  • ჰიდროტექნიკური
  • სასტუმროები
  • კომერციული
  • ადმინისტრაციული
  • სავაჭრო-გასართობი
  • კვების ობიექტები
  • სარეკონსტრუქციო
  • საცხოვრებელი
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული